რელიგიური ომები ევროპაში
რელიგიური ომები
რელიგიური ომების ტალღამ ევროპას XVI-XVII გადაურა. ბრძოლები
ძირითადად მიმდინარეობდა ლუთერანებსა და კათოლიკებს, ასევე კათოლიკებსა და ჰუგენოტებს
შორის. მარტინ ლუთერის მიერ ,,95 თეზისის“ გამოქვეყნებას, თან მოყვა კათოლიკური ეკლესიის
წინააღმდეგ განწყობილი ადამიანების გამოცოცხლება. ლუთერანობა სწრაფად გავრცელდა გერმანიის
ჩრდილოეთ მხარეში. ლუთერის მომხრეებმა 1530 წელს საღვთო რომის იმპერატორს კარლოს მეხუთეს
და რაიხსტაგს წარუდგინეს მოთხოვნები ,,აუგსბურგის აღსარება“. იმპერატორმა უარყო ეს
მოთხოვნები რასაც სახმედრო დაპირისპირების დაწყება მოყვა. პროტესტანტმა მთავრებმა შეკრეს ალიანსი, რომელსაც
,,შმალკალდენის კავშირი“ ეწოდა. მოკავშირეები სარგებლობდნენ იმით, რომ იმპერატორი დაკავებული
იყო სამხედრო მოქმედებებით ოსმალებისა და ფრანგების წინააღმდეგ. 1530 წლიდან 1546 წლამდე
პროტესტანებმა დიდი გამარჯვებები მოიპოვეს. ისინი დევნიდნენ კათოლიკეებს, ეკლესია მონასტრების
ქონებას ითვისებდნენ და აფართოებდნენ საზღვრებს. 1546 წელს კარლოსმა დააამთავრა სამხედრო
მოქმედებები, რამაც საშუალება მისცა მოეწყო
დიდი ლაშქრობა კათოლიციზმის მტრების წინააღმდეგ. მიულბერგის ველზე, მდინარე ელბასთან
კარლოსის ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. პროტესტანტი მთავრები კაპიტულაციისთვის
მოემზადნენ. გამარჯვება იმპერატორმა კარგად ვერ გამოიყენა, მან მოინდომა პროტესტანტი
მთავრების დასჯის პარალერად, მათი უფლებების შეზღუდვა და იმპერაორის ხელისუფლების გაზრდა.
იმპერატორის ეს მოქმედებები საფრთხეს შეიცავდა არაპროტესტანტი მთავრებისათვისაც, ზედმეტად
გაძლიერებული იმპერატორი რომის პაპებსაც არ აწყობდათ. იმპერატორის პოლიტიკით უკმაყოფილო
მთავრები კათოლიკებიც და პროტესტანტებიც კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და ერთიანი ძალით
შეუტიეს იმპერატორს. კარლოსი იძულებუილი გახდა
გაქცეულიყო და თავი ძმასთან კარინიაში შეეფარებინა. მთავრების ამ გამარჯვებამ კარლოსი
დააფიქრა. იგი დათანხმდა 1555 წელს ზავზე. ზავით დამთავრდა რეფორმაციაც და რელიგიური
ომებიც გერმანიის ტერიორიაზე. პროტესტანტებმა მიიღეს ის უფლებები, რისთვისაც იბრძოდნენ.
აუგსბურგის ზავით ტერიტორიულმა მთავრება გაიფართოვეს უფლებები. გერმანია კიდევ უფრო
დაქუცმაცებული გახდა. თუმცა,
როგორც შემდეგ აღმოჩნდა არც ეს ზავი იყო გერმანიის მიწებზე რელიგიური ბრძოლების დასასრული.
გაცილებით დიდი და სისხლისმღვრელი ბრძოლებით
აღინიშნა კათოლიკებისა და პროტესტანტების დაპირისპირება საფრანგეთში. სამხრეთ საფრანგეთში
გავრცელდა კალვინიზმი, კალვინისტებს ჰუგენოტებს ეძახდნენ. ჰუგენოტები ნავარელი ბურბონების
გარშემო გაერთიანდნენ, კათოლიკების მეთაურობა კი ჩრდილეთში მცხოვრებმა გიზების საგვარეულომ,
ითავა. ორ ბანაკად გაყოფილი საფრანგეთი დიდი ომის დაფრთხის წინაშე იდგა. საფრანგეთში
ომის დაწყების თარიღად მიღებულია 1562 წელი, როდესაც ჰერცოგმა გიზმა თავის ამალასთან
ერთად მოაწყო თავდასხმა ჰუგენოტებზე. ჰუგენოტებს შორისაც აღმოჩნდნენ შეიარაღებული ხალხი.
მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და მოხდა სისხლისღვრა. ეს იყო პირველი შეტაკება,
მაგრამ არა უკანასკნელი. მთელი ათი წელი ამ დღიდან მოყოლებული ყოველდღიურად ხდებოდა
მკლელობები და შეტაკებები. დაპირისპირებამ
შუაზე გაყო საფრანგეთი. იყო ოჯახები სადაც ერთი ძმა ჰუგენტოა არმიაში იბრძოდა, ხოლო
მეორე კათოლიკეთა. სიუაციის გამოსასწორებლად ცნობილმა ფრანგმა ადმირალმა კოლინმა გადაწყვიტა
დინასტიური ქორწინება მოეწყო მმართველი დინასტიის ვალუებისა და ბურბონებს შორის. მეფის
შარლ მეცხრის და მარგო ცოლად უნდა გაყოლოდა ნავარის პრინცს ანრი ბურბონს. ეს გეგმა
მოიწონა მეფე შარლმაც და ქვეყნის რეალურმა მმართველმა მეფის დედამ ეკატერინე მედიჩმაც.
ეკატერინეს ამ ქორწინებასთან დაკავშირებით თავის ზრახვები ქონდა. მას სურდა შეეტყუებინა
ქორწილში მთელი ჰუგენოტთა მმართველი ელიტა და ერთიანად ამოეწყვიტა. მართლაც 1572 წელს
საზეიმოდ მორთულ პარიზში ჩამოვიდნენ ანრი ნავარელი და მისი ამალა. ქორწინების დღეს
წმინდა ბართლომეს ღამეს 1572 წლის 24 აგვისტოს, როცა ამას არავინ არ ელოდა ქალაქში
გამოჩნდნენ კათოლიკეთა შეიარაღებული რაზმები და დაიწყო ჰუგენოტთა უმოწყალო ჟლეტა.
2000 ზე მეტი ჰუგენოტი დაიღუპა იმ ღამეს. თავად ანრი ნავარელი სასწაულებრივად გადაურჩა
სიკვდილს.
ბართლომეს ღამის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო
რელიგიურ ომებში ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. ჰუგენოტებმა შეკრეს
კავშირი და ჩამოაყალიბეს ფაქტობრივად ცალკე სამეფო საფრანგეთის სამხრეთში და დასავლეთში.
ჰუგენოტი მეცნიერები მუშაობენ პროგრამებზე. მათ ჩამოაყალიბეს მოსაზრება მეფის არჩევითობის
შესახე. იხსენებდნენ რა ძველ ფრანკთა სამეფოს ამბობდნენ, რომ ხალხი ირჩევს მაფეს და
მეფე შემდეგ ზრუნავს ხალხზეო. ამ იდეებს ბევრი გამზიარებელი გამოუჩნდა. ჩრდილოეთში
კათოლიკებმაც შექმნეს თავიანთი კავშირი ,,კათოლიკური ლიგა“ გიზებით სათავეში და ბრძოლები
განახლდა. მეფე და მისი ხელისუფლება უძლური იყო რამე შეეცვალა. 1585 დან 1589 წლამდე
მორიგი აღმავლობაა ამ ომებში. საფრანგეთის ახალი მეფე ჰენრი იწყებს ფიქრს ქვეყნის გამთლიანებაზე,
იგი უპირისპირდება, როგორც ჰუგენოტებს ასევე კათოლიკურ ლიგასაც. ამით უკმაყოფილო გიზის
ჰერცოგი ანრი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ გიზების ხელში უნდა გადავიდეს ტახტიო.
მათი აზრით გიზები კარლოს დიდის პირდაპირი შთამომავლები არიან და შესაბამისად უფრო
ეკუთვნით მეფობაო. ჰერცოგ გიზის ელჩებმა მეფფეს სთხოვეს, რომ მემკვიდრედ სწორედ ის
დაესახელებინათ. მეფე ანრი უშვილო იყო. მეფეს არ მოეწინა ეს იდეა, მას გაუჩნდა შიში,
რომ თუ ის ანრი დე გიზს მემკვიდრეთ გამოაცხადებდა, ის შეიძლება მოეკლათ, რათა გიზი
გამეფებულიყო. ამიომ უარი განაცხადა და ბრძოლისათვის დაიწყო მხადება. კათოლიკური ლიგის
წარმომადგენლებმა პარიზის მოსახლეობაში აგიტაცია დაიწყეს, ისინი მეფეს ადანაშაულებდნენ
ბევრ უბედურებაში. პარიზში 1588 წელს აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულების შიშით მეფემ
იძულებული გახდა პარიზი დაეტოვებინა და შარტრში გადასულიყო. აქ მან მოიწვია მოსალაპარაკებლად
გიზის ჰერცოოგი და მოაკვლევინა. კათოლიკური ლიგის ლიდერის მკვლელობამ კიდევ უფრო დაამძიმა
სიტუაცია ქვეყანაში, პარიზი და მისი შემოგარენი მეფეს აღარ ემორჩილებოდა. მეფეს ამ
მიწების დაბრუნების ძალა არ ქონდა. მძიმე მდგომარეობით ისარგებლა ანრი ნავარელმა და
მეფეს დაეხმარა. მეფე ანრიმ თავის მემკვიდრედ სწორედ ანრი ბურბონი დაასახელა. ორი ანრის
ანრი ნავარელისა და ანრი ვალუას ჯარები პარიზისაკენ დაიძრნენ. მათ წარმატებით გადალახეს
დაბრკოლებები და პარიზს მიუახლოვდნენ. ამ დროს მეფე ანრი ვალუა კათოლიკე ბერმა მოკლა,
გიზის ჰერცოგზე შურისძიების მოტივით. ანრი ნავარელი, ბურბონთა დინასტიიდან პარიზში
შევიდა უკვე როგორც საფრანგეთის მეფე სახელად ანრი IV. ანრი ყველაფერი გააკეთა ქვეყანაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.
მან 1489 წელს გამოსცა ,,ნანტის ედიქტი“. ნანტის ედიქტის მიხედვით საფრანგეთში სახელმწიფო
რელიგიად კათოლიციზმი გამოცხადდა, ჰუგენოტებს მიეცათ უფლება ჰქონოდათ თავიანთი რწმენა,
მოეწყოთ შეკრებები და ასე შემდეგ. ნანტის ედიქტმა დაამთავრა საფრანგეთში ნახევარ საუკუნოვანი
სისხლისმღვრელი შიდა ომების ეპოქა. ქვეყანა კვლავ გამთლიანდა, თუმცა რელიგიური ომებით
მიყენებული ჭრილობების მოშუშებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა.
კარლ
V-მ 1555 წელს, აუგსბურგის
ზავის შემდეგ ბრიუსელში საზეიმოდ გამოაცხადა ტახტიდან გადადგომა, საიმპერიო გვირგვინი
და სრულიად გერმანული მიწები უმცროს ძმას, ფერდინანდს გადასცა ესპანეთი, ნიდერლანდები
და ახალი სამყარო კარლ V-ის
შვილს, ფილიპს ერგო. ფერდინანდის მემკვიდრის
რუდოლფ III (1576-1612) წ. მმართველობა კათოლიკური
ეკლესიის არნახული შემოტევით აღინიშნა. ეს ფანატიკოსი კათოლიკე იზრდებოდა ფილიპ II ესპანელის კარზე და მისი უდიდესი
თაყვანისმცემელი გახლდათ. იეზუიტებმა, რომლებმაც ვერ მოიკიდეს ფეხი ინგლისსა და ნიდერლანდებში,
რუდოლფის ხელშეწყობით ფართო ასპარეხი ნახეს ჰაბსბურგთა სახელმწიფოებში. რუდოლფ II-ის უშუალო ხელშეწყობით
იეზუიტებმა განიმტკიცეს პოზიციები არა მარტო გერმანულ მიწებზე, არამედ ჩეხეთშიც შეაღწიეს.
კათოლიკეთა მოძალებამ, შეაშფოთა გერმანელი პროტესტანტი მთავრები და ჩეხეთის ჰუსიტური
ნაწილი. შექმნილმა გარემოებამ უბიძგა მათ ურთიერთშეკავშირებისაკენ
და აიძულებდა ქვეყნის გარეთაც მოეძებნათ მხარდამჭერნი. ჰაბსბურგებთან მარადიული მეტოქეობიდან
და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გერმანელი პროტესტანტების მოკავშირედ საფრანგეთის
მეფე, ინგლისის მონარქი და შეერთებული პროვინციები მოიაზრებოდნენ. პროტესტანტმა მთავრებმა
9ძირითადად სამხრეთ და დასავლეთ გერმანიის0 სწორად შეაფასეს შექმნილი ვითარება და
1608 წელს შექმნეს სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება ე. წ. `ევანგელისტური უნიაЁ, ერთიანი
სამხედრო სარდლობით, საერთო სალაროთი და სხვ. მის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ
ჰესენის ლანდგრაფი, ბრანდერბურგის კურფიურსტი, პროტესტანტულად განწყობილი ზოგიერთი
საიმპერიო ქალაქი და სხვები. უნიის მეთაურობა რაინის პფალცგრაფს ფრიდრიხს დაეკისრა.
ევანგელისტური უნიის საპასუხოდ 1609 წელს კათოლიკე მთავრებმაც
შექმნეს ანალოგიური სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება კათოლიკური ლიგაЁ, რომლის ორგანიზატორი
და მეთაური იყო დიდი ჰერცოგი, მაქსიმილიან ბავარიელი. ლიგის საერთო სამხედრო ძალების
მეთაურად დაინიშნა ფელდმარშალი იოჰან ტილლი, წარმოშობით ბრაბანტელი, იეზუიტების აღზრდილი,
დაუძინებელი მტერი ნიდერლანდელი კალვინისტებისა და გერმანელი პროტესტანტებისა.
ძალთა ამ გადაჯგუფების შემდეგ ნათელი გახდა, რომ დიდი
ომის დაწყება გარდუვალი იყო. რელიგიური გრძნობების გარდა საქმეში პოლიტიკური მოტივებიც
ჩაერთო. ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო
პირდაპირ ან ირიბად ჩათრეული აღმოჩნდა ამ დიდ დაპირისპირებაში.
პირველი
დაპირისპირება ჩეხეთში, კონკრეულად კი პრაღაში დაიწყო. პრაღის მოსახლეობამ აღშფოებულმა
იმით, რომ ,,კათოლიკური ლიგის“ ერთერთი მეთაური ჩეხეთის მეფედ ეკურთხა, ქალაქის კრემლი
აიღო და იქ მყოფი კათოლიკები ფანჯრიდან გადმოყარა. ეს ბრძოლის დაწყების ნიშანი იყო. აჯანყებული ჩეხების
მეთაურად დაინიშნა 1609 წელს აჯანყებულმა ჩეხებმა
ჩეხეთის მეფედ ფრიდრიხ პფლაცელი გამოაცხადა. ახლადშექმნილმა ჩეხურმა არმიამ დიდი გამარჯვებები
მოიპოვა და ძალიან მალე მთელი ჩეხეთი გაწმინდა იმპერატორის მოხელებისგან. ჩეხთა ასეთი
ამბოხი მოულოდნელი იყო იმპერატორის კარისათვის, ამიტომაც ბრძოლების საწყის ეტაპზე წინააღმდეგობა
ვერ გაუწიეს ჩეხებს. აჯანყებული ჩეხები კარგად ხვდებოდნენ, რომ მარტო თავიანთი ძალებით
ბრძოლის ბოლომდე წარმატებით მიყვანა გაუჭირდებოდათ, ამიტომ ისინი დახმარებას ელოდნენ
,,ევანგელისტური უნიის“ წევრებისაგან. ასევე ინგლისი და საფრანგეთის მეფეებისგანაც,
რომლებიც თავის მხრივ დაპირისპირებულები იყვნენ ჰაბსბურგებთან. საიმპერიო კარი კარგად
მოემზადა ჩეხების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად, ჩეხებს სხვადასხვა მიზეზების
გამო დახმარება არსაიდან არ მოუვიდათ, ამიტომ ისინი 1620 წელს პრაღის ახლოს თეთრ მთასთან
გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ. იმპერიის ჯარები პრაღაში შეიჭრნენ და აჯანყების
ყველა მოთავე სიკვდილით დასაჯეს. გამარჯვებულმა იმპერაორმა გამოსცა ბრძანება. ამ ბრძანებით
მთელს ჩეხეთში კათოლიკური ეკლესია გამოცხადდა ერთადერთად, ასევე სახელმწიფო ენად იქცა
გერმანული.
ჩეხეთში მოპოვებულმა გამარჯვება ძალიან
გაალაღა ,,კათოლიკური ლიგის“ წევრები და დააფრთხო პროტესტანები მთელი ევროპის მასშტაბით.
ინგლისის მეფე, მართალია, არ ერეოდა გერმანულ საკითხებში, მაგრამ მას თავის პოლიტიკური
ინტერესი ქონდა და ვერც სიძისა და ქალიშვილის სამემკვიდრეოს დაკარგვას ურიგდებოდა.
ამასთან, ესპანელთა ჯარების მიერ პფალცის დაკავება ინგლისისათვის მხოლოდ სიძის ტერიტორიულ
დანაკარგს არ ნიშნავდა. ინგლისს ტრადიციული მეტოქის, ესპანეთის მონარქის გაძლიერება
აშინებდა. ჰაბსბურგების წარმატებებმა არანაკლებ შეაშფოთა საფრანგეთი და უკვე გაპირველკაცებული
კარდინალი რიშელიე 1624 წლიდან. საფრანგეთის მონარქიას ამ ეტაპზე არ შეეძლო უშუალოდ
ჩარეულიყო საომარ მოქმედებებში რიშელიეს რეფორმებისა და ჰუგენოტური რესპუბლიკების პრობლემების
გამო და დიპლომატიური საქმიანობა გაააქტიურა. სწორედ რიშელიეს ინიციატივით შეიქმნა
სამთა კავშირი ინგლისის, დანიისა და შეერთებული პროვინციების ჰოლანდია შემადგენლობით.
დანიის მეფე, კრისტიან IV,
თანახმა იყო, ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში, ჩაბმულიყო ომში ფრიდრიხ პფალცელისა
და პროტესტანტების მხარეზე.
დანიის
მეფეს ფინანსური დახმარება ინგლისმა აღმოუჩინა და მანაც დაიწყო შეტევა ჰაბსბურგთა წინააღმდეგ.
1625 წელს დანიის მეფე გერმანიაში შეიჭრა, მის მხარეზე უმალ დადგნენ იმედმოცემული პროტესტანტი
მთავრებიც. იმპერატორი ფერდინანდი და ტილლი საკმარისი რაოდენობის ძალებს ვერ უყრიდნენ
თავს და დახმარებას ეძებდნენ. ასეთ ვითარებაში ასპარეზზე გამოდის ფრიად საინტერესო
პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, თითქმის გაგერმანელებული უმდიდრესი ჩეხი თავადი ალბრეხტ
ვალენშტაინი. იმპერატორის თხოვნით, ვალენშტაინმა, მოკლე დროში შექმნა იმდროისათვის
საკმაოდ დიდი არმია დაახლოებით 30 ათასიანი, რომლის შეიარაღება, მატერიალური უზრუნველყოფა
და გაწვრთნა თავის თავზე აიღო. ვალენშტაინის დისციპლინირებულმა და კარგად უზრუნველყოფილმა
არმიამ ტილლის ძალებთან ერთად ჯერ გრაფ მანსფელდის ევანგელისტური უნიის ჯარები დაამარცხა,
ხოლო შემდეგ თვით დანიის მეფე. ვალენშტაინმა და ტილლიმ საომარი მოქმედებები დანიის
ტერიტო-რიაზე გადაიტანეს და კოპენჰაგენს დაემუქრნენ.კრისტიანმა ზავი ითხოვა. 1625 წლის
მაისში დაიდო ლუბეკის ზავი. დანიის მეფე პირობას დებდა აღარ ჩარეულიყო გერმანიის საქმეებში.
დანიის დამარცხების შემდეგ ინგლისისა და
საფრანგათის წაქეზებით კათოლიკური ლიგის წინააღმდეგ გაილაშქრა შვედეთმაც. შვედეთის
მეფემ გუსტავ ადოლფმა, კარგად ორგანიზებული და შრეიარაღებული ჯარით შეიუტია ჰაბსბურგებს,
მან დაიკავა გერმანიის ცენტრალური ნაწილი და დიდ საგონებელში ჩააგდო კათოლიკები. გადამწყვეტ
ბრძოლაში, 1631 წლის 17 სექტემბერს, ლაიპციგთან ახლოს, სოფელ ბრაიტენფელდთან, შვედებმა
სასტიკად დაამარცხეს ტილლის ჯარები. გუსტავ ადოლფი გერმანიის სიღმეში შეიჭრა, მაინცში
გამოიზამთრა და გაზაფხულის დამდეგს კიდევ ერთჯერ დაამარცხა საიმპერიო ჯარები მდინარე
ლეხის ნაპირებთან. ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა სარდალი ტილლი. სასოწარკვეთილმა
ფერდინანდ II-მ
კვლავ სთხოვა სამხედრო დახმარება ალბრეხტ ვალენშტაინს. ამ უკანასკნელს ოფილიალურად
მიანიჭა განუსაზღვრელი სამხედრო-პოლიტიკური უფლებამოსილებანი. ვალენშტაინმა სრულიად
მოკლე დროში შეაგროვა სერიოზული სამხედრო ძალები და შვედებს გენერალური ბრძოლა გაუმართა
ლიუცენთან 1632 წლის 10 ნოემბერს. უკეთესად შეიარაღებულმა შვედებმა წარმატებით განავითარეს
შეტევა და აიძულეს ვალენშტაინი უკან დაეხია. შვედების გამარჯვება გააქარწყლა ბრძოლის
ველზე გუსტავ ადოლფის სიკვდილმა. მეფის სიკვდილმა შვედების რიგებში ქაოსი შეიტანა.
ამით ისარგებლეს იმპერიის ძალებმა და 1634 წლის სექტემბერში, ნორდლინგენთან, დაამარცხეს
შვედები. მალე ისინი სრულიად განიდევნენ ცენტრალური გერმანიიდან.
როგორც დავინახეთ კათოლიკურმა ლიგამ და
ჰაბსბურგებმა დიდი გამარჯვებები მოიპოვეს, საფრანგეთის რეალური მმართველი კარდინალი
რიშილიე მიხვდა, რომ სხვისი ხელით ბოლომდე ვერ გაიმარჯვებდა. ამდენად მან შექმნა დიდი
კოალიცია. ჩაატარა დიდი დიპლომატიური სამუშაობი და შექმნა დიდი კოალიცია.
საომარი მოქმედებანი ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით
გაიშალა, გერმანული მიწების გარდა, მიმდინარეობდა ესპანეთში, ფლანდრიის მიმართულებით
9ე. წ. `ესპანური ნიდერლანდებიЁ0, რაინისპირეთში და იტალიაში. კოალიციის ჯარებმა რეალურ
წარმატებებს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიაღწიეს. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგების
გამარჯვებას ესპანელი ჰაბსბურგების ჯარებზე 1643 წელს როკრუასთან 9აღმ. საფრანგეთი0
და შვედების გამარჯვებას 1645 წელს ჩეხეთში, თაბორის მთის ახლოს სოფელ იანკოვიცთან.
ფრანგებმა მთელი ელზასი დაიკავეს, ხოლო შვედებმა აღმოსავლური მიწები. იანკოვიცის ბრძოლის
შემდეგ საფრანგეთ-შვეციის გაერთიანებული ძალები ბავარიაში შეიჭრნენ. იმპერატორ ფერდინანდIII-ს
ფერდინანდ II 1637 წელს გარდაიცვალა0 ვერ უშველა დანიურმა დახმარებამაც დანია ამჯერად
ჰაბსბურგთა მხარეს გამოვიდა. ავსტრიის სამეფო კარზე მიხვდნენ, ომი საბოლოდ წაგებული
იყო. აუცილებელი იყო საზავო მოლაპარაკების დაწყება. საზავო მოლაპარაკებები
1645-1549 წლებში ვესტფალიის რეგიონში მიმდინარეობდა, ამიტომ ზავსაც ვესტფალიის ზავი
ეწოდა.
ომში რეალურად გამარჯვებულები იყვნენ საფრანგეთი და
შვეცია. სწორედ მათ მიიღეს ლომის წილი ნადავლიდან. შვეციას გადაეცა სრულად დასავლეთი
პომერნია და აღმოსავლეთ პომერნიას ნაწილი ქალაქ შჩეცინით, საპორ¬ტო ქალაქი ვისმარი,
ბრემენის საარქიეპისკოპოსოს მიწები საკუთრივ ქალა¬ქის გარდა, მასვე გადაეცა საკონტრიბუციო
თანხა 5 მილიონი ტალერის ოდენობით.
საფრანგეთმა
მიიღო ელზასი ქ. სტრასბურგის გარეშე, სამუდამოდ მიიღო ზემო ლოტარინგია ქალაქებით მეცით,
ტულით და ვერდენით, ხოლო ესპანეთში ომი ვესფალიის ზავის შემდეგაც გაგრძელდა და მხოლოდ
1659 წელს ე. წ. პირინეის ზავით გათავდა.
ამ ზავით შექმნილ წყობას ვესტფალიის სისტემა
ეწოდა. ამ სისტემამ მაამყარა წესრიგი ევროპის კონტინენტზე და დაასრულა რელიგიური ომები.
Комментарии
Отправить комментарий