ასწლიანი ომის ეპიზოდი
ოცდაათის ომი
რაინდი აბჯარში |
ასწლიანი ომის ერთერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი მოხდა
1351 წელს. შუა საუკუნეების ევროპაში პირადი გმირობა და რაინდული პატიოსნება ძალიან
ძვირად ფასობდა. რაინდისათვის ყველაზე დიდი სირცხვილი სიტყვის გატეხვა და რაინდული
კოდექსის დარღვევა იყო. ბრეტანის მემკვიდრეობისათვის ომის დროს ინგლისელმა კაპიტანმა
ფრანგთა მტკიცებით დაარღვია წესი. ამიტომ ფრანგებმა მისგან ახსნა განმარტებები მოითხოვეს.
თუმცა ინგლისელი სულაც არ თვლიდა თავს დამნაშავედ. რადგან სიტყვიერად პრობლემა ვერ
მოგვარდა გადაწყდა გამართულიყო ბრძოლა რაინდული წესების დაცვით რათა ასე გამოევლინათ
მართალი. ინგლისელებმაც და ფრანგებმაც გამოიყვანეს 30-30 მებრძოლი და მათ შორის უნდა
მომხდარიყო შერკინება. შერკინების დროს იცავდნენ ყველა წესს რაც რაინდულ ასპარეზობას
თან ახლდა. დაჭრილებს მკურნალობნენ დანებებულებს არ ხოცავდნენ და ტყვედ აყავდათ და
ასე შემდეგ. სპეციალური არბიტრის ნიშნის შემდეგ დაიწყო ბრძოლა, საბოლოოდ ამ ბრძოლაში
ფრანგმა რაინდებმა გაიმარჯვეს. ფრანგული არმიის დამარცხებების ფონზე ამ გამარჯვებას
დიდი გამოხმაურება მოყვა მთელ საფრანგეთში. ,,ოცდაათის ომს“ როგორც მას უწოდებენ დიდი
პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგი არ მოუტანია არავისათვის, მაგრამ ეს იყო სიმბოლური
გამარჯვება ფრანგებისათვის და ასწლიანი ომის ერთერთი ყველაზე რომანტიული ეპიზოდი.
Комментарии
Отправить комментарий