ჰუმანიზმის რაობა

სკოლაში, გაკვეთილზე სადაც გვიწევს საუბარი რეფორმაციაზე და რენესანსზე ყოველთვის ვაწყდებით სიტყვებს ჰუმანიზმი და ჰუმანისტები. რას ნიშნავს ჰუმანიზმი? როგორია ამ სიტყვის განმარტება? ბევრი ნააზრევი მომისმენია ამის თაობაზე. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი ამომწურავი იყო. მეტიც ხშირად ზოგიერთი ჩემს მიერ წაკითხული განმარტება უაზრობადაც მეჩვენებოდა. ჩემს კომპიუტერში აღმოვაჩინე ძველი ჩანაწერები, რომელთა ავტორებიც არიან, ან ბეჟან ჯავახია, ან აკაკი გეთიაშვილი. გთავაზობთ ამონარიდს მათ მიერ მოცემული განმარტებიდან:

,,მეოცე საუკუნეში, მკვლევართა დიდი ნაწილი, როდესაც სიტყვა ჰუმანიზმს იყენებდნენ, მასში გულისხმობდნენ ანტირელიგიურ ფილოსოფიას, რომელიც ხაზს უსვამდა ადამიანის ღირსებას, ღმერთთან ყოველგვარი მიმართების გარეშე. ჰუმანიზმმა შეიძინა სრულიად სეკულარული მნიშვნელობა - სავარაუდოდ ათეისტური მნიშვნელობა. თუმცა, XVI საუკუნეში, სიტყვა ჰუმანიზმს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა. XIV, XV, XVI საუკუნის ჰუმანისტები იყვნენ გამოკვეთილად რელიგიურები, რომლებიც უფრო ეკლესიის განახლებისათვის იბრძოდნენ, ვიდრე მისი გაუქმებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი ჰუმანიზმი თვით ჰუმანიზმის ხანაში არ გამოიყენებოდა, თუმცა ჩვენ ხშირად ვხვდებით იტალიურ სიტყვას ,,umanista". ეს ტერმინი აღნიშნავდა უნივერსიტეტის სწავლებას studia humanitatis, ან კიდევ ლიბერალური ხელოვნების, როგორიცაა გრამატიკის, პოეზიის და რიტორიკის მასწავლებელს.
ტერმინი ჰუმანიზი გაჩნდა XVI საუკუნეში. გერმანულ ენაში სიტყვა ჰუმანიზმი პირველად 1808 წელს იქნა გამოყენებული, რაც მიესადაგებოდა  განათლების ფორმას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბერძნულ და ლათინურ კლასიკურ მწერლობას. გერმანული ტერმინი ჰუმანიზმი წარმოიშვა უფრო გვიან. პირველი მისი გამოვლენა ხდება სამუელ ტეილორის ნაწერებში, სადაც ის მას იყენებს ქრისტოლოგიური პოზიციის განსამარტავად - რწმენა იმისა რომ ქრისტე იყო წმინდა ადამიანი. ჰუმანიზმი პირველად იქნა გამოყენებული კულტურული მნიშვნელობით 1832 წელს.
ჰუმანიზმი არ არის მოძღვრება, არამედ ის უფრო ცხოვრების წესი, ან ყოფაა. ის არ გამორიცხავს არც ერთ თეორიას, რომელიც აზროვნების ცენტრში აყენებს ადამიანს და არა აბსტრაქტულ აზრებს. ადამიანი თავის ყოფითა და არსებით, რა არის ადამიანი, რა ადგილი უჭირავს მას სამყაროში, რა დანიშნულება გააჩნია ეს არის ჰუმანისტური აზროვნების ძირითადი კითხვები. ჰუმანიზმი არ არის რელიგიასთან დაპირისპირებული მოძღვრება.

დასკვნა სპეციალურად გავაწითლე, პირადად მე ამ დასკვნას ვიზიარებ. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ზოგადი ინფორმაცია