გავიმეოროთ ისტორია თამაშით
განკუთვნილია მეცხრე კლასის მოსწავლეებთან სამუშაოდ
(არაბობის ჩათვლით)
სასურველია:
კლასი დაიყოს 5 კაციან გუნდებად. გუნდს ეძლევა 1 წუთი კაპიტნის ასარჩევად (თუ კლასში
სიტუაცია არ არის შესაფერისი შესაძლებელია კაპიტანი თავად მასწავლებელმაც აარჩიოს}
თავდაპირველად განემარტოთ წესები; კითხვის დროს ყველა ისმენს და იწერს, შეკითხვის დასრულების
შემდეგ იწყება დროის ათვლა, დრო თითოეულ კითხვაზე მოსაფქრებლად 90 წამი. მასწავლებელი
დროის გასვლამდე ოცი წამით ადრე აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ დარჩა ოცი წამი და სთხოვს
დროის ამოწურვამდე მოსწავლეებმა დაწერონ პასუხები წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე. ასევე
ყველა გუნდიდან უნდა იყოს გამოყოფილი ერთი ადამიანი, რომელიც ვალდებულია პასუხის ფურცლები
დროულად მიუტანოს მასწავლებელს.
პასუხის
წაკითხვის დრიოს სასურველია მასწავლებელმა ჯერ წაიკითხოს კომენტარი რათა მოსწავლეებს
კომენტარიდანაც რაღაც ახალი ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოთ და თან ამ დროს პასუხის მოლოდინში
მოსწავლე მთელი გულისყურით გისმენთ. ამის შემდეგ კი საჭირო დროს გამოაცხადოთ სწორი
პასუხი.
გუნდების
მოსამზადებლად და დასაყოფად საჭიროა დაახლოებით 5 წუთი
10
კითხვა კითხვის წაკითხვას საშუალოდ ერთი წუთი უნდა, მოფიქრებას წუთნახევარი. კომენტარს
და სწორი პასუხის გამოცხადებასაც დაახლოებით 40 წამი.
მომზადება
- 5 წუთი
10
კითხვა -10 წუთი
მოფიქრება
-15 წუთი
კომენტარი
10 წუთი
შეფასება
განმავითარებელი 5 წუთი
პირველ
ჯერზე არაა სასურველი ბავშვებს გავაკეთებინოთ თვითშეფასება: თუ რატომ გრძელი ისტორიაა
და დაინტერესების შემთხვევაში დეტალურად აგიხსნით.
ესეც კითხვები
1.
ამ
მეფის გვარი ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მან დაუდო სათავე სამეფო დინასტიას,
არ გეკითხებით ამ მეფის სახელს დაასახელეთ მისი რელიგიური რეფორმის შედეგად დაწინაურებული
კულტები
პას:
არმაზი და ზადენი
კომენტარი:
ფარნავაზის გვარი უცნობია, თუმცა იგი ითვლება ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებლად.
მის მიერ დაწინაურებული კულტები კი არმაზი და ზადენია
2.
ისტორია
ამ ადამიანის შესახებ დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს, ევრიპიდეს მიხედვით
მან კორინთოში ჩაიდინა საშინელი დანაშაული, დაასახელეთ ეს ადამიანი და მამამისი
პას: მედეა და აიეტი
კომენტარი:
ერთერთი პირველი ქართველი რომლის სახელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა იყო მედეა,
მას მიუძღვნა ტრაგედია ,,მედეა“ ევრიპიდემ, მედე, რომ აიეტის შვილია ეს კი ცნობილია.
3.
როდესაც
ამ სომხეთის მეფე მისკენ მომოვალი მტრის ლაშქარი იხილა იხუმრა ,,ელჩებისათვის ბევრნი
არიანო, ხოლო მტრებისათვის ცოტანიო“ გაიხსენეთ და ერთი წუთის შემდეგ გვითხარით რომელი
სამეფოს მოკავშირე იყო ეს სომხეთის მეფე და ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ ისინი
პას: პონტოს მოკავშირე ებრძოდნენ რომაელებს
4. ჩაიწერეთ:
,,მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა“
რა ენებზე შესრულებული
ეს წარწერა
პას: ბერძნული და არამეული
5.
ამ
მეფის ჩრდილოეთში ლაშქრობის შესახებ გავცელებულ ხახლურ ლექსს თუ დავუჯერებთ, მისი ჩრდილოეთში
ლაშქრობის დროს მიწისძვრა უნდა მომხდარიყო“ არ გეკითხებით ამ მეფის სახელს გვითხარით
რა გააკეთა მან ქართული ეკლესიისათვის
პას:
ეკლესიას მოუტანა ავტოკეფალია
კომენტარი:
არსებობს ხალხური ლექსი ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე
ფეხი შედგა დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“ ვახტანგის დამსახურება კი არის ეკლესიის ავტოკეფალია
6.
,,უკვდავი
სული“ და ,,დიდი კანონმდებელი“ ერთმანეთის მტრები იყვნენ, მათ შორის ბევრი დიდი თუ
მცირე ომი გაიმართა, ერთერთი ყველაზე ხანგრძლივი კი გაინმართა საქართველოს ტერიტორიაზე,
დაასახელეთ ამ ომის ზუსტი სახელი
პას:
,,ეგრისის დიდი ომიანობა“
კომენტარი:
ირანის შახი არის ხოსრო ანუშირვანი, ხოლო ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე. მათ დროს
ეგრისის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ოცწლიანი ომი 542-562 წლებში
7.
ბევრისათვის
ამ ხელშეკრულების სახელიდან გამომდინარე ეს ხელშეკრულება სულაც არ არის ცუდი, პირიქით
იგი შეიძლება კარგიც მოგვეჩვენოს. მაგრამ შინაარსით იგი სულაც არ იყო ქართველთათვის
დადებითი, დაასახელეთ სარდალი რომლის სახელსაც უკავშირდება ეს ხელშეკრულება
პას:
ჰაბიბ იბნ მასლამა
კომენტარი:
დაცვის სიგელი ნამდვილად კარგად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო დოკუმენტი რომლის
მიხედვითაც ქართლი გადადიოდა არაბთა გავლენის ქვეშ
8.
ამბობენ,
რომ იგი გამოირჩეოდა კარგი მუსიკალური სმენით და როცა ხალიფა გახდა გარს კარგი მუსიკოსებიც
შემოიკრიბაო, მაგრამ ჩვენ მას სულ სხვა მეტსახელით ვიცნობთ დაასახელეთ ეს მეტსახელი
პას:
ყრუ
საუბარია
მურვან ყრუზე, რომელმაც ილაშქრა საქართველოში 735-38 წლებში
9.
მათე,
მარკოზ, ლუკა და იოანე. ყველასათვის ნაცნობი ოთხეულია, თან მათი ჩამოთვლის თანმიმდევრობის
დარღვევა არ შეიძლება. დაასახელეთ კიდევ ერთი დიდი ოთხეული რომელთა ჩამოთვლისას სასურველია
ქრონოლოგიური პრინციპის დაცვა
პას:
აბუბექრი, ომანი, ოსმანი და ალი
კომენტარი:
პირველი ოთხი მართლმორწმუნე ხალიფა
10. ყურადღება. შეკითხვაში სიტყვა გასწრებით
ჩანაცვლებულია სხვა სიტყვა. ერთი ამერიკული სერიალის სახლეია ,,გასწრება“. გაიხსენეთ
ისტორია და გვითხარით რომელი გასწრების შემდეგ დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა ისლამში
პას; მექადან მედინაში გაქცევა.
კომენტარი:
სერიალის სახელი გაქცევა, ხოლო მექადან მედინაში გაქცევით დაიწყოისლამის მიმდევართვის
ახალი წელთაღრიცხვა.
Комментарии
Отправить комментарий