ძველი ეგვიპტე


ძველი ეგვიპტე


ძველ ეგვიპტელთა მიერ შექმნილი ცივილიზაციის ნაშთები დღესაც გაოცებას იწვევ მნახველში, ამიტომ გადავწყვიტე პირველი სტატია სწორედ მათ მივიძღვნა


          ჩრდიოლეთ აფრიკაში იქ სადაც ნილოსი ხმელთაშუა ზღვას უერდება ზველეს დროში შეიქმნა პირველი სახელმწიფო. ძველი ეგვიპტის დანატოვარი დღესაც აღტაცებას იწვევს მნახველებში. პირამიდები და სფინქსი, დიდებული ტაძრები და სასახლეების ნაშები სამართლიანად ითვლება მსოფლიოს საოცრებებად.
          5000 წლის წინ ეგვიპტის ტერიტორია დასახლებული იყო ერთი მოდგმის ხალხით. ეს ხალხები სხვადასხვა დასახლებულ პუნკტებში ცხოვრობდნენ. თითოეულ ასეთ დასახლებას ყავდა მეთაური და თავის ღმერთი. დასახლებები განფენილი იყო ნილოსის ნაპირებზე. ძველი ეგვიპტის ეს დასახლებები ჯერ გაერთიანდა ორ სამეფოდ ქვემო ეგვიპტედ და ზემო ეგვიპტედ. ამ ორ სამეფოს შორის დაიწყო ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქვემო სამეფომ და მისი მმართველი მენეზი გახდა პირველი მეფე გაერთიანებული სამეფოსი.  ეგვიპტეში მეფეს ფარაონს ეძახდნენ და მას განუსაზღვრელი ძალაუფლება ქონდა მინიჭებული. ფარაონი ეგვიპტელთა რწმენით იყო ღმერის შვილი და დედამიწაზე მოვლენილი იყო იმისათვის, რომ ეზრუნა და დაეცვა თავის ხალხი, მაგრამ ფარაონს მქონდა კიდევ ერთი დიდი ვალდებულება, მას საიქიო ცხოვრებაშიც უნდა დაეცვა თავის ხალხი. ეგვიპის პირველმა ფარაონმა მენეზმა თავის ძალის დემონსტრირების მიზნით გაადიდა და გაალამაზა ტავის სამეფოს დედეაქალაი მემფისი. ქალაქი მემფისი მდებარეობდა ნილოსის ნაპირზე. მდინარე ნილოსი, რომელიც ეგვიპის მთავარ არტერიას წარმოადგენდა ხშირად დიდდებოდა და ტბორავდა მის გარშემო არსებულ ტერიტორიებს. 
მენესისი დამბა

ქალაქის დასაცავად მენესის ბრძანებით ქალაქს შემოარყეს უზარმაზარი წყალგაუმტარი გალავანი. ამ გალავნს უნდა დაეცვა ქალაქი მტრისგანაც და წყლისგანაც. მართლაც მისი გამეფებიდან მალე ეგვიპტეში მოხდა დიდი წყალდიდობა, რომლის დროსაც ეგვიპტელთა სახლები და ნათესები მთლიანად დაიტბორა, მაგრამ ქალაქი და მისი მცხოვრებნი გადარჩნენ. ამან კიდევ უფრო გაზარდა მენესის ავტორიტეტი. პირველი დინასიის სხვა ფარაონებმა განაგრძეს მენესის საქმეები და ეგვიპე აყვავებულმ მდიდარ ქვეყნად აქციეს.
          ეგვიპტელ ხალხის წარმოდგენით სააქაო ცხოვრების დასასრული არ იყო მთლიანად ცხოვრების დასასრული. მათი რწმენით გარადცვალების შემდეგ გადადიოდნენ სხვა სამყაროში სადაც ისევე იყო საჭირო ქონება და სხეული როგორც აქ. ამ წარმოდგენებმა დასაბამი მისცა მუმიფიკაციისა და სამარხების მშენებლობის გამორჩეულ მიმდინარეობას. თუ როგორ ხდებოდა ეს ყოველივე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფარაონებზე დაკვირვებით. ფარაონი გამეფებისთანავე იწყებდა ზრუნვაზე საიქიო ცხოვრებაზე. მისი ბრძანებით წინასწარ შერჩეულ ადგილზე იწყებოდა სამარხის მშენებლობა. პირველი ფარაონების სამარხები წარმოადგენდნენ მასტაბის ტიპის  ქვის მონოლიტურ ნაგებობას, რომელიც კუბის ფორმისა იყო. სიგრძეში დაახლოებით 30-40 მეტრი, სიგანეში 20-25 მეტრი ხოლო სიმაღლეში 10-15 მეტრი. სამარხი შიგნიდან ლამაზდებოდა, კედლებზე კეთდებოდა წარწერები და იხატებოდა სურაები. ეს წარწერები შეიცავდნენ მაგიურ ტექტსეტბს, რომლის მეშვეობითაც ფარაონს უნდა გაევლო საფრთხეებით სავსე გზა, რომელიც ღამით იწყებოდა და თორმეტი საათი გრძელდებოდა. სურაებზე გამოხატულნი იყვნენ ძველ ეგვიპტელთა ღმერთები. სამარხში ასევე ალაგებდნენ ოქროს და ძვირფას ქვებს, რათა ფარაონს იმქვეყნადაც მდიდრულად ეცხოვრა. სამარხის მოწყობის გარდა ფარაონის გარდაცვალებისთანავე იწყებოდა მუმიფიკაციის ხანგრძლივი და რთული პროცესი. ფარაონის სხეულს ამუშავებდნენ სპეციალური ხსნარებით და ნელსაცხებლებით. ეგვიპტელ მუმიფიკატორთა მიღწევები მართლაც გამაოგნებელია, მათმა შექმნილმა მუმიებმა დღემდეც მოაღწიეს.


ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა

          დროთა განმალობაში სამარხების შენების კულტურამ ევოლუცია განიცადა და ყოველი შემდეგი ფარაონი ცდილობდა წინამორბედზე უკეესი სამარხი აეშენებინა. სწორედ ახალი იპის სამარხების შენებამ ჩაუყარა საფუძველი პირამიდებსაც. პირველი ფარაონი, რომელმაც პირამიდის იპის სამარხი ააშენა იყო ფარაონი ჯოსერი. მის კარზე მოღვაწეობდა ძველი დროის ცნობილი არქიტექტორი იმხოტეპი. მან ააშენა ჯერ ერთი მასტაბა, შემდეგ მას დაადგა მეორე უფრო მცირე, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ. ასეთმა პირამიდამ შეიძინა საფეხუროვანი იერი, ამიტომ მას ხშირად ჯოსერის საფეხუროვან პირამიდასაც უწოდებდნენ. ჯოსერმა ამით საფუძველი ჩაუყარა პირამიდის ფორმის სამარხების მშენებლობას. ეს მოხდა დაახლოებით ჩვ.წთ.აღ 28 საუკუნეში. ჯოსერის მემკვიდრეებმა კიდევ უფრო დიდი და მაშაბური პირამიდების მშენებლობა დაიწყეს და განსაურებით გამოირჩა ამ საქმეში მისი შთამომავალი ხეოფსი, ანუ ხუფუ. ხეოფსის პირამიდის ზომები მართლაც გამაოგნებელია, იგი აიგო ჩვ.წთ.აღ 26 საუკუნეში და მე-19 საუკუნემდე მსოფლიოს უდიდეს ნაგებობას წარმოადგენდა. ხეოფსის პირამიდის სიმაღლე 146 მეტრი იყო. ხეოფსმა გამეფებისანავე დაიწყო ზრუნვა თავის სამუდამო განსასვენებელზე. ასეთი დიდი პირამიდის მშენებლობა უზარმაზარ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად თვლიან, რომ პირამიდა მონების მიერაა აშენებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირამიდის ასაშენებლად მთელი ეგვიპტის მასშტაბით დაიწყო ძალების მობილიზაცია, ჩამოყავდათ მუშები და ანაწილებდნენ იმის მიხედვით, უ ვის რისი გაკეთება შეეძლო. ზოგი დაკავებული იყო    ქვების მოპოვებით, ზოგი მისი გადატანით, ზოგი მოპირკეთებით და ასე შემდეგ. ქვის მთლელობა ყველაზე უფრო დასაფასებელი პროფესია იყო. მშენებლობის გვერდზე შენდებოდა მთელი ქალაქი სადაც ცხოვრობდნენ მშენებლობისათვის მოყვანილი მუშები. უნდა აღინიშნოს, რომ მუშები საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდნენ. მუშათა ამხელა არმიის შენახვა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და დიდ საორგანიზაციო სამუშაოსაც მოითხოვდა, მაგრამ ძველმა ეგვიპტელებმა ამ რთულ საქმეს თავი კარგად გაართვეს. პირამიდის მშენებლობისავის იყენებდნენ უზარმაზარ ლოდებს, რომელა გადაანა დღესაც კი რთულია, მაშინდელ დროში კი წარმოუდგენელიც კი, მაგრამ პირამიდების მშენებლებმა ეს მოახერხეს, პირამიდის უკვე აშენებული ნაწილის გაერშემო აკეთებდნენ პანდუსს რომელზეც შემდეგ ამ უზარმაზარ ლოდებს ააცურებდნენ. პირამიდა შიგნიდანაც საინტერესო იყო. მასში მოთავსებული იყო რამდენიმე გალერეა და განსასვენებელი ოთახი, ასევე იყო მახეები დაგებული იმათთვის ვინც მოინდომებდა იქ შეჭრას ცუდი განსძრახვით. ხეოფსის პირამიდის მახლობლად გამოქანდაკებულია უზარმაზარი ლომისტანიანი და ადამიანის სახიანი ქანდაკება, რომელიც სფინქსის სახელითაა ცნობილი. ხეოფსის პირამიდის მშენებლობამ უზარმაზარი დანახარჯები გამოიწვია, შემდეგმა ფარაონებმა ვეღარ მოახერხეს ამხელა პირამიდების მშენებლობა და მისი ზომები შემცირდა შემდეგ კი საერო შეწყდა. დაახლოებით ასი პირამიდა იქნა აშენებული ეგვიპტელების მიერ, მათგან ოთხმოცამდე დღემდე არსებობს. პირამიდების მშენებლობების შეწყვეტის ერთერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მან მთავარი ფუნქცია დაეცვა ფარაონების ნეშთები ვერ შეასრულა. პირამიდების მძარცველებმა გაძარცვეს თითქმის ყველა პირამიდა.


ჰიქსოსები ეგვიპტეში
          ეგვიპტის ფარაონები პირამიდების მშენებლობის პარალელურად არც დაპყრობით ომებს ივიწყებდნენ. ჩვ.წთ.აღ. მე-18 საუკუნეში ეგვიპტეში შემოიჭრნენ აზიიდან მოსული ხალხები, რომლებიც ჰიქსოსების სახელით არიან ცნობილები. ჰიქსოსებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ ეგვიპტე, მაგრამ სამხრე ეგვიპტის დამორჩილება ვეღარ შეძლეს.  მათი ბატონობა დაახლოებით ას წელს გაგრძელდა. ეგვიპელებმა მოახერხეს ძალების მობილიზება და დაახლოები ძვ.წთ.აღ 1550 წელს გათავისუფლდნენ უცხოომელთა ბატონობისაგან. ჰიქსოსებისაგან ძველმა ეგვიპტელებმა ბევრი სიახლე შეითვისეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საბრძოლო ეტლი. საბრძოლო ეტლს ხშირად ძველი დროის ტანკსაც უწოდებენ. ჰიქსოსებისგან გადმოღებული ახალი სამხედრო აღჭურვილობის წყალობით ეგვიპტის ფარაონებმა საგრძნობლად გააფართოვეს მისი სამფლობელოები. ეგვიპტელებმა დაიკავეს სირია, პალესტინის ნაწილი და ეგვიპტე მრავალეთნიკურ იმპერიად აქციეს.ეგვიპტის საზღვრები განსაკურებით გაფართოვდა უთმოს მესამის მმართველობის დროს
          ეგვიპტის გაძლიერება ხელს უწყობდა ქვეყანაში ოქროს შემოდინებას. შემოსული ოქროდან დიდი ნაწილი ეგვიპელი ქურიმების ხელში აღმოჩნდა. ქურუმებმა დიდი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და ფარაონის უფლებების შეკვეცა მოინდომეს. ამის გამო ეგვიპტეში გამოჩნდა ფარაონი, რომელმაც მოინდომა ქურუმების დასუსტება და თავის ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდა. ეს ფარაონი იყო ამენხოტეპ IV. ამენხოტეპმა გადაწყვიტა დაეკნინებინა საუკუნეების განმალობაში ეგვიპტეში გაბატონებული ამონის კულტი და მის ადგილზე დაეწინაურებინა ატონის კულტი. ეს რეფორმა ძალიან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.  ფარაონმა ძალით დაიწყო ამონის ულტის ტაძრების დანგრევა, მისი მმართველობის დროს მთლიანად მთლიანად შეწყდა მსახურება ამონის მთავარ ტაძარში კარნეგიში. ეს ის ტაძარია სადაც საუკუნეების მანძილზე ამონის ულტის მსახურები ავედრებდნენ ამონს ქვეყანას და მის მცხოვრებლებს. ამენხოტეპ მეოთხემ სახელიც შეიცვალა და საკუთარ თავს ეხნატონი უწოდა. ამენხოტეპი ნიშნავდა ,,ამონი კმაყოფილიას“ ეხნატონი კი ,,ატონს აწყობს“. მანვე ძველი დედაქალაი ფიბა დაივიწყა და გადაწყვიტა ახალი დედაქალაქი აეშენებინა. ახალ სატახტოს მან ახეატონი უწოდა. ახეტატონში ყველაფერი ახალი კულტის განსადიდებლად იყო შექმნილი. ეს გამოსახულებები ასევე განადიდებდა ფარაონსაც. რეფორმის გატარების პროცესმა ძალიან დიდი ხარჯი მოიტანა. სამეფოს საქმეები უყურადღებოდ რჩებოდა, ეგვიპტემ დაკარგა თავის სამფლობელოები სირიაში. მოსახლეობა სიღატაკეში ჩავარდა. ამ მიზეზებმა ფარაონის მიმართ უკმაყოფილება გაზარდა. რასაც ეხნატონის საიდუმლო ვითარებაში გარდაცვალება მოყვა. ეხნატონის შემცვლელი მისი 8 წლის ვაჟი ტუანხამონი იყო. ტუტანხამონმა დაგმო მამის რეფორმები და კვლავ ამონის კულტი აღაზევა. დროთა განმალობაში ეხნატონის სახელი დავიწყებას მიეცა. მისი გამოსახულებები ყველა ტაძრიდან გაქრა. მისი სახელი ქრონიკებიდან ამოიშალა, ხოლო მის მიერ აშენებული ქალაქი ახეტატონი დაცარიელდა და დაინგრა.


რამზეს მეორის ტაძარი
          ძველი ეგვიპტის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ფარაონმა რამზეს მეორემ. ფარაონი რამზესის სახელი ბევრისათვის ბიბლიიდანაც არის ცნობილი. რამზესის მმართველობის დრო ძალიან წარმატებული იყო ეგვიპტისათვის. რამზესმა შექმნა დიდი და ძლიერი არმია. გააფართოვა სამეფოს საზღვრები ჩრდილოეთით. მისი მმართველობის დროს მოხდა უდიდესი ბრძოლა ძველი მსოფლიოს ისტორიაში. ჩრდილოეთში წარმოებული დაპყრობითი ომების დროს ეგვიპტე გაუმეზობლდა ძველი სამყაროს მეორე დიდ იმპერიას ხეთების სამეფოს. ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის სირიის ტერიტორიაზე ძვ.წთ.აღ 1274 წელს კადეშის მახლობლად მოხდა დიდი ბრძოლა. ბრძოლის შედეგი ბოლომდე გარკვეული არაა. რამზესი წერდა, რომ მან გაიმარჯვა, ხოლო ხეების აზრით მათ გაიმარჯვეს. ალბათ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა და მათ შორის დაიდო პირველი დიპლომატიური ხელშეკრულება მსოფლიოში. ეს ხელშეკრულება დღესაც გაეროს შტაბბინაში ინახება. რამზესის მმართველობის დროს ეგვიპტეში აშენდა მრავალი დიდებული ნაგებობა და ტაძარი, რომლებიც განადიდებდნენ ფარაონს.
          ფარაონები, როგორც უკვე ზემოთაც ავღნიშნეთ ზრუნავდნენ ეგვიპტელებზე ამ ცხოვრებაშიც და საიქიო ცხოვრებაშიც. მართალია ეგვიპტეში პირამიდების მსენებლობა შეწყვიტეს, მაგრამ დიდებულ სამარხებს ისევ აშენებდნენ. შეიქმნა სპეციალური ადგილი სადაც გარდაცვლილ ფარაონებს მარხავდნენ. ამ ადგილს მეფეთა  ველი ეწოდა. მეფეთა ველზეა დაკრძალული ეგვიპის ფარაონების დიდი ნაწილი. სამწუხაროდ პირამიდების მსგავსად ვარც მეფეტა ველის ფარაონთა სამარხები ვერ გადაურჩა მზარცველებს, მათი აბსოლიტური უმრავლესობა გაიძარცვა. 1922 წელს ინგლისელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფარაონ ტუტანხამონის სამარხი, ბევრისდა გასაოცრად იგი ხელუხლებელი იყო. სამარხში აღმოჩენილმა სიმდიდრემ საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია. ფარაონის ეს სამარხი იქცა სიმდიდრის სიმბოლოდ. ადვილი წარმოსადგენია, უ ეგვიპტის არცთუ ძლიერი ფარაონის სამარხში, თუ ამდენი განძი იყო, რა რაოდენობის იქნებოდა სხვა გაცილებით მდიდარი და ძლიერი ფარაონების აკლდამებში.
          მიუხედავად ბერი წარმატებისა, ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია, რომელიც  5000 წლის წინ შეიქმნა და წარმატებით ვითარდებოდა ძვ.წთ.აღ. 1000 წლამდე ნელ ნელა უუსვლას იწყებს. ეგვიპტეში გახშირდა შინაომები, რამაც სახელმწიფო ძალიან დაასუსტა, ამას დაემატა ასირიელების, მიდიელებისა და სპარსელების შემოსევები. ხოლო ძვ.წთაღ. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ ეგვიპტის დაპყრობით და ფარაონ კლეოპატრას თვითმკვლელობით დასრულდა ძველი ეგვიპტის არსებობა.
          ძველმა ეგვიპტემ უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში. იგი იყო პირველი დიდი იმპერია. იგი იყო ინჟინერიის და ხელოვნების ერთერთი სამშობლო, რომელმაც გააოცა სამყარო და დღესაც აოცებს.
         
ძველ ეგვიოზეტეზე მეტი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ შემდეგ ფილმებს

ინგლისურად:    https://www.youtube.com/watch?v=44F6G5Ehsls
რუსულად  :       https://www.youtube.com/watch?v=u7Cl_fcLPUY

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ზოგადი ინფორმაცია