მონღოლები
მონღოლები
მონღოლები არიან აზიაში მცხოვრები ხალხი. მათი სახელმწიფო
დღეს 1 500 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა დააახლოებით 3 მილიონი.
მაგრამ შუა საუკუნეებში მონღოლებმა შექმნეს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი იმპერია,
რომელმაც ორი საუკუნე იარსება და უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიოს ისტორიის განვითარებაზე.
მონღოლები უძველესი დროიდან სახლობდნენ ტერიტორიაზე,, რომელიც მოიცავდა ჩინეთსა და
რუსეთს შორის მდებარე სტეპებს. მონღოლები უძველესი დროიდან მისდევდნენ მომთაბარე ცხოვრებას.
როგორც ყველა მომთაბარე ხალხი მონღოლებიც მესაქონლეობას მისდევდნენ, მათში განსაკუთრებით
ფასობდა ცხენი. ცხენი იყო მონღოლთათვის სიცოცხლის წყარო. ცხენით გადაადგილდებოდნენ,
ცხენის რძეს სვამდნენ, ცხენის ხორცს ჭამდნენ, ცხენზე ეძინათ და ცხენზევე ჭამდნენ საჭმელს.
ეს მომთაბარეები არ იყვნენ ერთიანნი, ძველი მონღოლები დაყოფილნი იყვნენ ტომებად, რომლებიც
ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში არ იყვნენ. მეტიც ხშირი იყო მათ შორის დაპირსპირება
და სისხლისმღვრელი ომები. მონღოლთა განვითარება და ისტორია რადიკალურად შეიცვალა
12-13 საუკუნეების მიჯნიდან როცა ქვეყანას მოევლინა თემუჩინი, ანუ ჩინგის ყაენი, რომელმაც
გააერთიანა დაქუცმაცებული მონღოლი ტომები, ჩამოაყალიბა თავის დროის უძლიერესი არმია
და შექმნა ყველა დროის ყველაზე დიდი იმპერია.
ჩინგის ყაენი |
თემუჩინი დაბადების ზუსტი თარიღი სამწუხაროდ უცნობია,
იგი დაიბადა დაახლოებით 1155 წელს ერთერთი მონღოლური ტომის ბელადის ესუგეის ოჯახში.
როცა მას შეუსრულდა ცხრა წელი იგი გააგზავნეს თავის საცოლის ბორჩეს ოჯახში. რათა მასთან
ერთად გაზრდილიყო და უკეთ გაეცნო მომოვალ ცოლქმარს ერთმანეთი. როცა თემუჩინი ბორჩეს
ოჯახში დატოვა ესუგეი უკან დაბრუნების დროს მოწამლეს და მალევე გარდაიცვალა. ამით ისარგებლა
თემუჩინის ბიძამ და ოჯახის მთელი ქონება მიითვისა, ხოლო მისი ოჯახის წევრები გამოყარა
თავისი საცხოვრებელი ადგილიდან. თემუჩინის ოჯახი ძალიან დიდი გაჭირვებით ცხოვრობდა,
არავინ იყო მათი დამცველი ხოლო ბელადი განაგრძობდა მათ დევნას. ვინაიდან მას ეშინოდა
გაზრდილ თემუჩინს შური არ ეძია. თემუჩინი განსაკუთრებული
ნიჭით გამოირჩეოდა, იყო შესანიშნავი მხედარი და მოისარი. იგი წამოიზარდა, თუ არა იგი
დაქორწინდა ბორჩეზე. ბორჩესაგან მან მიიღო მზითვები, რომელიც კარგად გამოიყენა შემდეგი
საქმიანობისათვის. თემუჩინი დაუკავშირდა ერთერთი მონღოლური ტომის გავლენიან ბელადს
ტოორილს. ტოორილი თემუჩინის მამის მეგობარი იყო და მას იმედი ჰქონდა, რომ ამ მეგობრობის
ხათრით მისგან დახმარებას მიიღებდა. მართლაც ტოორილი დაჰპირდა მას მხარდაჭერას. ამ
მხარდაჭერით დაიმედებულმა თემუჩინმა შემოიკრიბა გარშემო თანამოაზრე ტომელები და დაიწყო
მეზობლებზე თავდასხმები. მისი თავდასხმები გამოიჩეოდა სხვა მონღოლი ხანიების თავდასხმებისაგან,
იგი ცდილობდა დამორჩილებულ მხარეებში დაეტოვებინა რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ადამიანი
და მოეპოვებინა მათი კეთილგანწყობა, რათა შემდეგ ამ ხალხებს მისი არმიის რიგები შეევსოთ.
ნელნელა თემუჩინმა შეძლო თავის ძალების ისე გაზრდა, რომ იქცა ყველაზე გავლენიან მონღოლ
მმართველად. მან დაამარცხა თათრები და კერიეტები, რის შედეგადაც მას უკვე გაუჩნდა სურვილი
გამხდარიყო მონღოლთა ყველა ტომის მმართველი. ამ მიზნით საჭირო იყო არმიის კიდევ უფრო
გაძლიერება, ამიტომ დაიწყო არმიის რეფორმა. მან შემოიღო ათეულებად დაყოფის სისტემა,
ანუ არმია იყოფოდა ათეულებად, ასეულებად ათასეულებად და ათიათასეულებად. ასეთი დაყოფით
შექმნილი არმია გახდა ძალიან მობილური და დისციპლინირებული, უფრო ადვილი გახდა ბრძოლების
წარმოება. ამ ყველაფრის შემდეგ თემუჩინმა გადაწყვითა თავის მთავარი მიზნის აღსრულება,
მისი ინიციატივით 1206 წელს მოწვეულ იქნა მონღოლ ტომის ბელადთა დიდი ყრილობა, ანუ თუღლურჩაი,
რომელსაც ყველა სტეპის ბელადი ესწრებოდა. თემუჩინმა ამ თუღრულჩაიზე მიაღწია თავის საწადელს.
იგი არჩეული იქნა უზენაესს ხანად და ეწოდა ჩინგის ხანი.
1207 წლიდან უკვე ჩინგის ხანად წოდებულმა თემუჩინმა,
მონღოლთა დიდმა ხანმა დაიწყო ბრძოლა თავის მთავარი მტრის ჩინეთში არსებული ცინის იმპერიის
წინააღმდეგ. ჩინგის ხანმა ტავის არმია სამ ნაწილად გაყო ერთს სათავეში თავის შვილები
ჯუჩი, ჩაღატა და უგიდეი უსარდლა და სამხრეთ ჩინეთში შეჭრა დაავალა, მეორე არმიას თავის
ერთგული მთავარსარდლები ჩაუყენა სათავეში და აღმოსავლეთ ჩინეთსი შეჭრა დაავალა, ხოლო
თვითონ მთავარ ძალებთან ერთად წენტრალურ ჩინეთში შეიჭრა. მისი ლაშქრობა წარმატებული
გამოდგა, ცინის იმპერია მოუმზადებელი აღმოჩნდა მონღოლებთან გასამკლავლებლად. მონღოლებმა
დაიკავეს ცინის იმპერიის დიდი ნაწილი და ამის შემდეგ დადეს მასთან ზავი, ამ ზავით ცინის
იმპერია დედაქალაქით პეკინი რჩებოდა დამოუკიდებელ სამეფოდ. მონღოლები გაეცალნენ თუ
არა პეკინს ცინის იმპერატორმა გადაწყვიტა დაეწყო მონღოლთა განსადევნად მზადება, მაგარმ
ეს შეიტყო ჩინგისმა, მობრუნდა და საბოლოოდ გაანადგურა ცინის იმპერია მისი ტერიტორია
კი მონღოლთა ახლადშექმნილი იმპერიის პირველი დიდი შენაძენი გახდა. ეს ამბები 2015 წელს
დასრულდა.
ცინის შემდეგ ჩინგის ხანმა ყურადღება დასავლეთით მდებარე
სახანოებზე გადაიტანა. ამ დროს შუააზიაში განსაკუთრებით ძლიერი იყო ხვარაზმის სახანო.
ხვარაზმის შახი მუჰამედი დიდი ხნის მანძილზე ეპაექრებოდა ჩინგისს. ჯერ კიდევ ცინის
იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლების დროს, მონღოლებმა გაგზავნნეს ელჩები მუჰამედთან, თხოვეს
მას ცინის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. მუჰამედმა არათუ დახმარება არ აღმოუჩიუნა
ჩინგის ხანს არამედ, მის მიერ წარმოგზავნილი ელჩებიც დახოცა. მაშინ ჩინგის არ ეცალა
ხვარაზმისათვის, მაგრამ როგორც კი ცინტან მოაგვარა საქმეები დაიწყო მუჰამედის წინააღმდეგ
ლაშქრობის მზადება. მან შეკრიბა დაახლოებით 150 000–200 000 იანი არმია და
შეიჭრა ხვარაზმის სამეფოში. მუჰამედს მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ორჯერ მეტი არმიის
გამოყვანა, მისი არმია მაინც არ იყო ბრძოლისუნარიანი. მონღოლებმა ძალიან სწრაფად დაამარცხეს
ხვარაზმელთა ძირითადი ძალები და 1119-1122 წლებში მთლიანად დაიკავა ხვარაზმი და მთელი
შუა აზია. შუა აზიის დაპყრობის პარალელულად მონღოლთა ორი დუმანი ლაშქარი ჯებესა და
სუბუდაის მეთაურობით დაიძრა მონღოლთაგან დასავლეთით მდებარე ქვეყნების დასაზვერად და
დასალაშქრად. ჯებემ და სუბუდაიმ დალაშქრეს მთელი ირანი, 1220 წელს შემოიჭრნენ საქართველოში
და დაამარცხეს ლაშა გიორგი, შემდეგ გადავიდნენ ჩრდილო კავკასიაში სადა მდინარე კალკასთან
ბრძოლის დროს დაამარცხეს ყივჩაღთა და რუსთა გაერთიანებული არმია. ამ ლაშქრობებმა დაარწმუნა
ჩინგის ხანი, რომ მას შეეძლო ექსპანსიის გაგრძელება. 1225 წელს მონღოლებმა კიდევ უფრო
სამხრეთით წაიწიეს ჩინეთის სიღრმეში. 1227 წელს მონღოლთა იმპერიის დამაარსებელი და
დაუმარცხებელი სარდალი ჩინგის ხანი გარადიცვალა. მისი ანდერძის თანახმად მონღოლთა დიდ
ყაენი გახდა უგედაი.
მონღოლთა იმპერია ძლიერების ხანაში |
უგედეიმ განაგრძო მამის პოლიტიკა კიდევ უფრო გააფართოვა
მონღოლთა იმპერიის საზღვრები. მისი მართველობის დროს მონღოლებმა დაიპყრეს კავკასია,
რუსეთი, ირანი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი. მოაოხრეს პოლონეთი და უნგრეთი. ამ უზარმაზარ
ტერიტორიაზე გადაშლილი იმპერია საჭიროებდა ეფექტურ მართვას. ამიტომ უგედეიმ გადაწყვიტა
მოეგვარებინა ინფორმაციის გავრცელების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ მონღოლთა იმპერია აღმოსავლეთ ევროპიდან წყნარ ოკეანემდე იყო გადაჭიმული.
შესაბამისად ძნელი იყი იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში ინფორმაციის დროულად მიწოდება.
ამიტომ მონღოლებმა მთელი იმპერიის მაშტაბით შექმნეს საფოსტო სადგურები. საფოსტო სადგურები
დაშორებული იყო ერთმანეთშ დაახლოებით 40-40 კილომეტრით, თითოეულ სადგურზე ყავდათ ცხენები
და მალმსრბოლელები. ამით მონღოლებმა შეძლეს იმ ეპოქისათვის წარმოუდგენლად სწრაფად ინფორმაციის
გავრცელების უზრუნველყოფა. ასევე დაიხვეწა საგადასახადო სისტემა და დასრულდა მონღოლთა
ახალი დედაქალაქის ყარაყურუმის მშენებლობა.
1241 წელს უგედეი გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე
გახდა დიდი ყაენი.
მონღოლთა ერთიანი იმპერია ჯერ კიდევ ჩინგის ხანის გატრდაცვალების
შემდეგ დაიყო ჩინგის ხანის შვილებს შორის, ასე შეიქმნა დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე ჯუჩის ულუსი, რომელსაც ოქროს ურდოსაც უწოდებენ. ცენტრალურ აზიაში შეიქმნა
ჩაღატას ულუსი. ილხანთა სახელმწიფო შეიქმნა სამხრეთ აზიაში ირანის ტერიტორიაზე. იუანის
იმპერია აზიაში. ეს სახელმწიფოები ნომილალურად
აღიარებდნენ დიდი ყაენის უზენაესობას, მაგრამ მეცამეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან
მათში გაძლიერდა სეპარატიზმი, შედეგად ამ სახელმწიფოებმა თითქმის სრული დამოუკიდებლობა
მოიპოვეს.
ახლადშექმნილი სახელმწიფოები ერთმანეთთანაც არ იყვნენ
კარგ დამოკიდებულებაში. განსაკუთრებით ხშირი იყო ომები ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოს
შორის. ამ სახელმწიფოთა შორის სისხლიმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა. საქართველო, გაყოფის
შემდეგ ილხანთა შემადგენლობაში მოექცა, თან
მდებარეობდა ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოს საზღვარზე. ამ თავისი გეოგრაფიული
მდებარეობის გამო ხშირი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსევები. ქართველებს ილხანები
აიძულებდნენ ებრძოლათ მათ მხარეს. ილხანებმა ააგეს გამაგრებული ხაზი ურდოს საზღვართან
და ამ საზღვარზე მორიგეობას აიძულებდნენ საქართველოს მეფე დავით ულუს. იგი სწორედ აქ
დგომის დროს გარადიცვალა ეპიდემიისგან. განსაკუთრებით სისხლისმღვრელი იყო ბრძოლები
მეცამეტე საუკუნის მიწურულს, როცა ილხანთა სახელმწიფოს ტერიტორია მთლიანად დაიმორჩილა
თემურ ლენგმა. თემურმა რამდენიმე დიდი ლაშქრობა მოაწყო ურდოს წინააღმდეგ აიღო და გადაწვა
მისი დედაქალაქი სარაი ბერქეც. მიუხედავად ამ დიდი ომებისა მონღოლური სახელმწიფოები
გარე მტერს არ გაუნადგურებია. დროთა განმალობაში ისინი შიგნიდან დაიშალნენ. ხანები
თავიანთი შვილებს უნაწილებდნენ ტერიტორიებს და იქმნებოდა ახალ ახალი ულუსები.
ოქროს ურდო 1420 წელს დაიშალა რამდენიმე ნაწილად. მის
ტერიტორიაზე წარმოიშვა, ყირიმის სახანო, ყაზანის სახანო, ციმბირის სახანო და სხვები,
ხოლო მეთექვსმეტე საუკუნიდან მან შეწყვიტა არსებობა. უფრო ადრე 1370 წელს შეწყვიტა
არსებობა ჩაღატას ულუსმა, რომელიც თემურლენგის მიერ იქნა განადგურებული. კიდევ უფრო
ადრე განადგურდა ილხანთა სახელმწიფო. მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოსათვის კი იუანის იმპერიაც
განადგურდა. ამის შემდეგ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა მონღოლთა იმპერიამ. მიუხედავად
იმისა, მონღოლთა იმპერია მხოლოდ ორი საუკუნე არსებობდა, მან უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიოს
ისტორიაში. სწორედ მონღოლთა იმპერიამ შეუწყო ხელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კიდევ
უფრო დაახლოებას. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური
მომენტისა, მონღოლებმა ბევრი ქვეყნის გავითარება მნიშვნელოვნად შეაყოვნა. მაგალითად
საქართველოსათვის მონღოლთა შემოსევები ნამდვილი ღვთის სასჯელი იყო. აყვავებული ქვეყანა,
სადაც ყვაოდა ეკონომიკა, კულტურა, მწერლობა და მხატვრობა, პაქტობრივად განადგურდა.
ბევრი ისტორიკოსის აზრით მონღოლებმა საქართველოს გავითარება 200 წლით უკან დასწიეს.
დაახლოებით ანალოგიური იყო სიტუაცია იყო მონღოლების მიერ დაპყრობილ სხვა ხალხებშიც.
Комментарии
Отправить комментарий