განათლება შუა საუკუნეებში
განათლება და მეცნიერება
ძველი რომის იმპერიის ტერიტორიაზე, არსებობდა
ბევრი ქალაქი და ამ ქალაქებში სკოლები. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცოდა წერა კითხვა,
იწერებოდა წიგნები და ვითარდებოდა განათლება. ხალხთა დიდი გადასახლების შემდეგ, აზიიდან
მოსულმა მომთაბარე ტომებმა დაიწყეს იმპერიის საზღვრებზე თავდასხმები, ნელნელა იმპერიის
ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს და გაანადგურეს აქ არსებული წესწყობილება. მე–5 საუკუნიდან
დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ბარბაროსული
სამეფოები. ამ სამეფოების მმართველ ელიტას ძირითადად მეომრები წარმოადგენდნენ, მათტვის
უცხო იყო განათლება წერა და კითხვა. შესაბამისად ევროპის ტერიტორიაზე დაიწია განათლების
დონემ და წერა კითხვის მცოდნეთა რიცხვი კატასტროფულად შემცირდა. VIII-IX საუკუნიდან
იწყება ევროპაში განათლების კერების ჩამოყალიბების ახალი ეტაპი. განათლების მნიშვნელობას
ყურადღება პირველად კარლოს დიდმა მიაქცია. მისი ინიციატივით მისი იმპერიის ტერიტორიაზე
გაიხსნა სკოლები, ძირითადად მონასტრებთან, მანვე აახენში დაარსა სასწავლებელი სადაც
თავადაც სწავლობდა თავის ოჯახთან ერთად.
გადამწერი მონასტერში |
შუა საუკუნეების მონასტერი |
პარიზის უნივერსტეტი |
კარლოსის მიერ დაწყებული საქმე მისი მართველობის
შემდეგაც გაგრძელდა. მონასტრები შუა საუკუნეებში იქცნენ განათლების მნიშვნელოვან კერებად.
ფეოდალური არისტოკრატია ძირითადად საომარი საქმით იყო დაკავებული, მათ არ ეცალათ განათლებისათვის.
სასულიერო პირები კი პირიქით ვალდებულნი იყვნენ ეკითხათ ლოცვები, ეზრუნათ ხალხის სულიერებაზე
და შესაბამისად მათთვის განათლება პრიორიტეტული იყო. შუა საუკუნეების მონასტრებში თავმოყრილი
იყო წიგნები, აქ მუშაობდნენ გადამწერები, თარჯიმნები. ითარგმნებოდა წიგნები ძველი ბერძნულიდა,
ხდებოდა ლათინურად დაწერილი წიგნების გადაწერა და გამრავლება.
ადრეულ შუა საუკუნეებში განათლების სამ ტიპს
გამოყოფენ. ესენია სახალხო განათლება, სარაინდო განათლება და რელიგიური განათლება.
მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ სახალხო განათლება ქონდა. ეს იყო ყოველდღიური საჭიროებებიდან
გამომდინარე მიღებული ცოდნა, მაგალითად ხის მჭრელმა იცოდა, როგორ მოეჭრა ხე, ეს მას
ასწავლა მისმა ოსტატმა. სახალხო განათლებას წერა კითხვის ცოდნა არ სჭირდებოდა. სარაინდო
განათლება ძირითადად იყო სამხედრო საქმის შესწავლა და საზოგადოებაშ მოქცევის წესების
ცოდნა. რაინდებს ასევე არ ქონდათ წერისა და კითხვის საჭიროება და შესაბამისად ბევრი
მათგანი წერაკითხვის უცოდინარი იყო. რელიგიური განათლება გაცილებით წიგნიერი იყო, მონასტრებში
სწავლობდნენ მომოვალი მღვდლები.
მე-12 საუკუნიდან ევროპაში ჩნდება პირველი
უმაღლესი სასწავლებლები უნივერსტეტები. უნივერსიტეტის სტატუსის მისაღებად საჭირო იყო
პაპის კურთხევა. პირველი უმაღლესი სასწავლებელი გაჩნდა იტალიაში ქალაქ ბოლონიაში. ბოლონიის
შემდეგ უნივერსტეტები ჩნდება საფრანგეთში, ინგლისში გერმანიის ქალაქებში და დანარჩენ
ევროპაში. უნივერსტეტებში დაწყებით საფეხურზე ისწავლებოდა შვიდი თავისუფალი ხელოვნება,
(გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია), უმცროსი
საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს უფლება ქონდა ჩაებარებინა უფროსს საფეხურზე სადაც
ისწავლებოდა თეოლოგია, იურისპოდენცია და მედიცინა. სწავლება იყო უფასო. სწავლების ენა
კი ლათინური. დამთავრების შემდეგ სტუდენტი იღებდა მაგისტრის ხარისხს. უნივერსტეტები
სარგებლობდნენ ფართო ავტონომიით. მართვის მოდელით იყოფოდა სამ კატეგორიად. იტალიური,
პარიზული და ინგლისური. ევროპაში ყველაზე მეტად გავრცელდა პარიზული მოდელი. პარუზული
მოდელის მიხედვით უნივერსტეტის პროფესორები
ირჩევდნენ დეკანებს და რექტორს. იტალიური მოდელის უნივერსტეტებში მეტი იყო სტუდენტთა
უფლებები, სტუდენტები თავად ირჩევდნენ დეკანებსაც და რექტორსაც. სტუდენტებივე წყვეტდნენ,
რომელი პროფესორი მოეწვიათ ლექციების წასაკითხად. ლექციებზე დასწრება თავისუფალი იყო
და ასობით სტუდენტი ესწრებოდა ცნობილი ლექტორთა ლექციებს. ინგლისურ უნივერსტეტებში
სწავლება უფრო ინდივიდუალური იყო, ლექციები უტარდებოდა ორ ან სამ კაციენ ჯგუფებს. უნივერსტეტები
დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. ცნობილია შემთხვევა როცა საფრანგეთის
მეფეებსა და რომის პაპებს შორის დაპირისპირებაში მოსამართლედ პარიზის უნივერსტეტი გამოვიდა.
არსებობის პირველ პერიოდში უნივერსტეტები განიცდიდნენ ეკლესიის დიდ გავლენას. ძალიან
დიდი დრო ეთმობოდა რელიგიური წიგნების შესწავლას. რელიგიის დიდი გავლენის მიუხედავად
სწორედ უნივერსტეტებში ჩამოყალიბდა კათოლიკური ეკლესიის წნეხისგან გათავისუფლების სურვილი.
ცნობილი რეფორმატორები სწორედ უნივერსტეტების ფროფესორები იყვნენ. მარტინ ლუთერი ვიტენბერგის
უნივერსტეტში მოღვაწეობდა, იან ჰუსი პრაღის და ასე შემდეგ.
საუნივერსტეტო ცხოვრების ერთერთი მთავარი
შემადგენელი ნაწილი იყო დისპუტები სხვადასხვა საკითხებზე. სწავლებაც ძირითადში კითხვა
პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ამიტომაც დისპუტები მისაღები გახდა ყველასათვის, ვინაიდან
დისპუტიც კითხვა პასუხი იყო. დისპუტების ორგანიზება
შეეძლო ნებისმიერ პროფესორს. ის გაგზავნიდა თავის მოსაზრებებს და თეზისებს სხვადასხვა
უნივერსტეტის პროფესორებთან და მიიწვევდა მათ. დისპუტის დღე წინასწარ გამოცხადდებოდა
და სტუდენტებისა და პროფესორების თვალწინ ხდებოდა კამათი. მაგალითად მარტინ ლუთერმა
თავის ცნობილი ,,95 თეზისი“ დისპუტისათვის დააგზავნა სხვადასხვა უნივერტეტებში და თავის
დროის ცნობილ პროფესსორს ეკს ედებატა.
მონასტრებთან არსებული სკოლების გარდა XI-XII საუკუნიდან ჩნდება საერო სკლოებიც. საერო სკოლები ძირითადად დიდ ქალაქებში
ყალიბდებოდა. ამ სკოლებს აარსებდნენ ძირითადად სხვადასხვა გილდიის ან ამქრის წევრები.
საერო სკოლების გაჩენამ ცოტათი გაათავისუფლა განათლება ეკლესიის კონტროლისგან და მეტი
გაქანება მისცა თავისუფალ აზროვნებას. სკოლების გარდა აქტიური რჩებოდა სახლში განათლების
მიღებაც. ბევრი ფეოდალი ქირაობდა პედაგოგებს, რათა მის შვილებს განათლება სახლშივე
მიეღო. განათლება და სწავლება მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ლათინურად მიმდინარეობდა.
იშვიათად ხდებოდა მცდელობა ესწავლებინათ ნაციონალურ ენაზე, მაგრამ ხელისუფლება ებრძოდა
ასეთ ცდომილებებს. სწავლების უცხო ენაზე მიმდინარეობის გამო განათლება მოსახლეობის
დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი რჩებოდა.
აღორძინების ხანის მოღვაწეებმა, მნიშვნელოვანი
ნაბიჯი გადაგეს მეცნიერების დონის ასამაღლებლად. ადრეულ პერიოდში გავრცელებული იყო
სქოლასტიკა. სქოლასტიკოსები ცდილობდნენ ძველი ბერძნული ფილოსოფიის ქრისტიანულტან შერწყმას.
გარკვეული პერიოდი ეს დადებით როლს თამაშობდა, მაგრამ საჭირო იყო შემდეგი ნაბიჯების
გადადგმა. აღორძინების ხანის მეცნიერებმა უარი თქვეს ბრმად ნდობოდნენ ჩანაწერებს, პოპულარული
გახდა დევიზი ,,მიმართეთ წყაროებს“. მეცნიერება უფრო კვლევითი გახდა. ამან კი თავის
შედეგი მოიტანა და დაიწყო ახალი აღმოჩენები.
მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულიდან, განმანათლებლების
მოღვაწეობამ და რევოლუციებმა, ბოლო მოუღეს სწავლების შუა საუკუნეების მოდელს. განათლებაშიც
დაიწყო ახალი ერა. ახალი განათლების სისტემა განსხვავდებოდა ძველისაგან, მაგრამ საფუძველი
ამ ახალსაც იმ ძველმა ჩაუყარა.
შუა საუკუნეების განათლების, ზოგადად მონასტრებში არსებული განათლების კერების და მათი დამოკიდებულებების გასაგებად კარგი იქნება უყუროთ ფილმს ,,ვარდის სახელი"
linkebi: რუსულად http://baskino.me/films/detektivy/5021-imya-rozy.html
ქართულად http://net.adjara.com/Movie/main?id=2632
Комментарии
Отправить комментарий